აქციის წესები
(შემდგომში „აქცია")
1. ზოგადი დებულებები
1.1. სარეკლამო კამპანია სახელწოდებით „მოიგე დინამიკი'' ტარდება შპს „გვირილა რითეილის" ყველა მაღაზიაში. ეს კამპანია მიზნად ისახავს კამპანიის ორგანიზატორის მიერ სასაქონლო ნიშნით "სს ქართული ლუდის კომპანია" წარმოებული და/ან გაყიდული პროდუქციის პოპულარიზაციას. აქცია ტარდება იმისათვის, რომ მიიპყროს პოტენციური მყიდველების ყურადღება „სს ქართული ლუდის კომპანია"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ მყოფ პროდუქტებზე.
1.2. აქცია არ წარმოადგენს ლატარიას.
1.3. აქციის ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია.
1.4. აქცია იმართება ექსკლუზიურად საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე შპს „გვირილა რითეილის" გვირილას სუპერმარკეტის დასახელების ყველა ფილიალში.
1.5. აქცია იმართება მხოლოდ ,,მეგობარი ბარათის'' მფლობელებისათვის.
1.6. აქციაში მონაწილეობს შემდეგი პროდუქტები (შემდეგში - "პროდუქტი/პროდუქტები"):
- ლუდი ,,მილერის" 2.5-ლიტრიანი პეტი.
- ლუდი ,,მილერი'' 0.33-ლიტრიანი შუშის ბოთლი.
- ლუდი ,,მილერი'' 0.5-ლიტრიანი შუშის ბოთლი.
- ლუდი ,,მილერი'' 0.45-ლიტრიანი ქილა.
2.1. მონაწილე - ფიზიკური პირი, წინამდებარე დებულების მე-4 მუხლით, განსაზღვრული მომხმარებელი, რომელიც ფლობს შპს „გვირილა რითეილის" დაგროვებით ბარათს.
3. აქციის ორგანიზატორი და პარტნიორები
3.1. აქციის ორგანიზატორია "სს ქართული ლუდის კომპანია" (შემდგომში „ორგანიზატორი"). მდებარეობა: საქართველო, მცხეთა, სოფ, საგურამო, საიდენტიფიკაციო ნომერი: ს/კ 404900737.
3.2. აქციის პარტნიორი შპს „გვირილა რითეილის" ს/კ 405536317 (შემდგომში პარტნიორი).
3.2.1. აქციაში პარტნიორი ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
- საქართველოს ტერიტორიაზე გვირილას სუპერმარკეტებში ფიზიკურად, ფილიალში განხორციელებულ წინამდებარე რეგლამენტის 1.6 პუნქტით განხორციელებული პროდუქტის/პროდუქტების ისეთ შენაძენებზე ინფორმაციის შეგროვება, რომლის შეძენის პროცესშიც გატარებულია შპს „გვირილა რითეილის" დაგროვებითი ბარათი. აუცილებელია შპს „გვირილა რითეილის" დაგროვებითი ბარათის გატარების შესახებ ინფორმაცია დაფიქსირებული იყოს ჩეკში.
- მონაცემების დამუშავება და მიწოდება. ინფორმაციას პარტნიორი ორგანიზატორს აწვდის დაშიფრული ფორმით, შემდეგი ფორმატით: პერიოდი, მომხმარებელი (პერსონალური მონაცემების გარეშე), გვირილას დაგროვებითი ბარათით შეძენილი პროდუქტის რაოდენობა.
- მას შემდეგ რაც ორგანიზატორი შეარჩევს გამარჯვების კანდიდატებს, გამარჯვების კანდიდატთან დაკავშირება და ინფორმაციის მიწოდება (9.1 პუნქტით გათვალისწინებული წესებით) მის სტატუსთან დაკავშირებით.
აქციის პარტნიორი სარეკლამო სააგენტო: შპს ,,პაბლისის მედია'' ს/კ 406049048
ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
- გამარჯვებულებთან კომუნიკაცია და პრიზების გადაცემა;
- ჩატარებული აქციისთვის გამარჯვებულების დოკუმენტაციის მომზადება;
- გადასახადის გადახდა ფიზიკური პირების შემოსავლებიდან გამომდინარე პრიზებთან მიმართებაში.
4. აქციის მონაწილეები
4.1. აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შპს „გვირილა რითეილის" დაგროვებითი ბარათის მფლობელ ქმედუნარიან პირებს - 18 წელს მიღწეულ და საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, აგრეთვე ხელშეკრულებითა და საემიგრაციო ვიზის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეებს. (D1).
4.2. აქციაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ ორგანიზატორის/ პარტნიორების თანამშრომლებს; იმ ორგანიზაციის თანამშრომლებს, რომლებსაც ორგანიზატორი/ პარტნიორი ასაქმებდნენ აქციაში (მათ შორის, სარეკლამო სააგენტო), ასევე იმ პირებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ აქციაში, და პირები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ 4.1 პუნქტში მოცემულ მოთხოვნებს.
5. აქციის პირობები
5.1. აქციის პერიოდია 2026 წლის 3 აგვისტოს 00:00:01 საათიდან (თბილისის დროით) 2026 წლის 30 სექტემბრის 23:59:59 საათამდე (თბილისის დროით). ამ წესებში მითითებული ყველა ვადა გამოითვლება თბილისის დროის მიხედვით.
5.2. კვირის გამარჯვებულების გამოვლენის ვადა: კვირის გათამაშების დასრულების შემდეგი სამშაბათი. ხოლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლენის ვადაა კამპანიის დასრულებიდან ერთი კვირის პერიოდში.
5.3. გამარჯვებულებისთვის პრიზების გადაცემის პერიოდი: 1 ერთი კვირა გამოვლენიდან.
5.4. აქცია გრძელდება 9 კვირა. (აქციის გაგრძელების შემთხვევაში ინფორმაცია აისახება საიტზე)
6. სარეკლამო საპრიზო ფონდი
6.1. აქციის საპრიზო ფონდი იქმნება ორგანიზატორის ხარჯზე და შედგება შემდეგი ყოველკვირეული და ფინალური პრიზებისაგან (შემდგომში „პრიზები"):
ყოველკვირეული პრიზის მოსაგებად შეძენილი პროდუქტი/პროდუქტები ერთი კვირის განმავლობაში უნდა დაგროვდეს. ერთი ბილეთი ეკვივალენტია 1 ცალი ლუდი ,,მილერის'' ნებისმიერი ფორმატის შეფუთვის. ყოველკვირეული პრიზის მოგება მომხმარებელს მხოლოდ ერთხელ შეუძლია. თუმცა ბილეთების საერთო რაოდენობა დაჯამდება კამპანიის ფინალური გათამაშებისთვის. ყოველკვირეული ლიდერბორდი 3 გამარჯვებულს გამოავლენს და მათ გადაეცემათ შემდეგი პრიზი:
- JBL-ის ბრენდირებული დინამიკი
მთავარი პრიზები:
კამპანიის გამარჯვებულები გამოვლინდება მთლიანი გათამაშების განმავლობაში დაგროვილი/შეძენილი პროდუქტი/პროდუქტების რაოდენობის მიხედვით და ტოპ 1 და ტოპ 2 მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა:
- ტოპ: 1 – JBL-ის წვეულების დინამიკი - JBL PARTY BOX 520
- ტოპ: 2 – JBL-ის წვეულების დინამიკი - JBL PARTY BOX 130
6.2. აქციის მთელი პერიოდის განმავლობაში, აქციის ერთი და იგივე მონაწილე შეიძლება გახდეს ყოველკვირეული პრიზის მფლობელი მხოლოდ ერთხელ.
6.3. აქციის ერთი და იგივე მონაწილე შეიძლება გახდეს არაუმეტეს 1 (ერთი) ყოველკვირეული პრიზის მფლობელი და მხოლოდ 1 (ერთი) ფინალური პრიზის მფლობელი.
6.4. გათამაშება არ ითვალისწინებს პრიზების ფულადი ეკვივალენტების გადახდას და შეუძლებელია პრიზების გადაცვლა.
7. აქციაში მონაწილეობის წესები
7.1. იმისათვის, რომ პირმა მიიღის აქციაში მოინაწილეობა ის უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე რეგლამენტის მე-4 მუხლის მოთხოვნებს.
7.1.1. 1 (ერთი) ბილეთის მოპოვება შესაძლებელია მილერის ნებისმიერი ფორმატის შეძენისას ,,გვირილას დაგროვებითი ბარათის'' გატარებით - 0,33ლ ბოთლი, 0,5ლ ბოთლი, 0,45ლ ქილა, 2,5ლ პეტი.
7.1.2. აქციის მონაწილე აუცილებლად უნდა ფლობდეს საკუთარ სახელსა და გვარზე რეგისტრირებულ ,,მეგობარ ბარათს'' და ბრენდირებული ლუდი ,,მილერი'' უნდა იყიდოს მხოლოდ ,,სუპერმარკეტ გვირილას'' საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ფილიალში.
,,გვირილას დაგროვებითი ბარათი" (შემდგომში ბარათი), არის შპს „გვირილა რითეილის" მიერ მომხმარებლისთვის შექმნილი მარკეტინგული პროდუქტი. ბარათის მფლობელის მიერ შპს „გვირილა რითეილის" სუპერმარკეტებში, გაკეთებული შენაძენები დადგენილი წესით აღირიცხება ბარათის მეშვეობით და გროვდება ქულები.
ბარათზე დაგროვილი ქულების ექვივალენტი თანხით, ბარათის მფლობელს უფლება აქვს აირჩიოს შესაბამისი ღირებულების ნებისმიერი პროდუქტი შეუზღუდავად.
7.1.3. იმ შემთხვევაში, თუ შპს „გვირილა რითეილი" არ ფლობს გამარჯვებულის საკონტაქტო ინფორმაციას, პირის ნომერი არ ფიქსირდება პროგრამაში და ვერ მოხდა დაკავშირება, საჩუქრის გადაცემას ვერ უზრუნველყოფს ორგანიზატორი. ამ შემთხვევაში გამარჯვებული იქნება რეიტინგში არსებული შემდეგი მონაწილე.
7.1.4. აქციასთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად ბარათის მფლობელს შეუძლია გაეცნოს წესებს შემდეგ ელექტრონულ მისამარათებზე: 1. www.miller.ge 2. https://www.facebook.com/millerbeergeorgia
7.1.5. აქციის მონაწილემ ლუდი ,,მილერის'' ყიდვისას აუცილებლად უნდა გაატაროს თავის სახელზე არსებული ,,მეგობარი ბარათი''.
7.2. აქციების რეიტინგი შედგენილია პარტნიორის მიერ ,,მეგობარ ბარათზე'' გატარებული ლუდი ''მილერის'' ყიდვის შედეგად. ,,მეგობარი ბარათით'' ნაყიდი 1 ცალი ბრენდი ,,მილერის'' შეფუთვა არის 1 ბილეთი.
კვირის რეიტინგი
კვირის 20 ლიდერი გამოცხადდება ვებ საიტზე: miller.ge, ყოველ სამშაბათს. კვირის რეიტინგი მოწოდებული იქნება პარტნიორის მიერ 3.2.1 პუნქტის შესაბამისად აქციის ორგანიზატორებისათვის.
რეიტინგის შედგენისათვის პარტნიორი ამუშავებს რეიტინგს შემდეგი კრიტერიუმებით:
- ცალსახად იდენტიფიცირებული უნდა იყოს პროდუქციის შეძენის თარიღი და დრო და შეესაბამებოდეს 5.1 პუნქტში მითითებულ პერიოდს;
- ცალსახად იდენტიფიცირებული უნდა იყოს პროდუქციის დასახელება, პროდუქტის ფორმატი;
- ცალსახად იდენტიფიცირებული უნდა იყოს ,,მეგობარი ბარათის'' გატარება;
7.3. კვირის ჭრილში აქციის გამარჯვებული გამოვლინდება დადასტურებული ბილეთების ქულების ჯამით. საბოლოო რეიტინგით გამოვლინდება კამპანიის გამარჯვებული დადასტურებული ქვითრის ბილეთების ჯამით.
7.4. გათამაშებაში მონაწილეობის და (ან) საპრიზო ფონდის მიღების უფლება არ შეიძლება დათმობილ იქნას ან გადაეცეს სხვა პირს.
8. პრიზიორების დადგენა
8.1. ყოველკვირეული პრიზები:
8.1.1. ყოველკვირეული პრიზის მფლობელები არიან აქციის მონაწილეები, რომლებმაც იყიდეს ყველაზე მეტი ლუდი ,,მილერი'' და მოხვდნენ აქციაში მონაწილეთა ყოველკვირეულ რეიტინგში 1-ელ, მე-2 და მე-3 ადგილებზე (შემდგომში „კვირის რეიტინგი"), რაც დასტურდება შპს „გვირილა რითეილის" დაგროვებითი ბარათის გატარებით. ყოველკვირეულ რეიტინგში მონაწილეთა მიერ ერთი კვირის განმავლობაში დაგროვებული ყველა რაოდენობა უქმდება მომდევნო კვირაში, რაც ნიშნავს რომ ყოველი შემდეგი კვირა დაიწყება ნულოვანი რეიტინგით, თუმცა, რაოდენობა/ბილეთები გროვდება, მონაწილეობას იღებს ფინალური რეიტინგისთვის.
- 1 (ერთი) ბილეთის მოპოვება შესაძლებელია მილერის 1,6 პუნქტში მითითებული ნებისმიერი ფორმატის ლუდის შეძენისას - 0,33ლ ბოთლი, 0,5ლ ბოთლი, 0,45ლ ქილა, 2,5ლ პეტი.
- ორი ან მეტი ადამიანის მიერ თანაბარი რაოდენობის ბილეთების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება მას, ვისაც ყველაზე მეტი ლიტრი ექნება შეძენილი.
8.2. გათამაშების მთავარი პრიზების მფლობელები გამოვლინდებიან კამპანიის ბოლოს, ბილეთების საერთო რაოდენობის მიხედვით.
8.3. გათამაშების გამარჯვებული იქნება ის პირი ვინც შეიძინა ყველაზე მეტი რაოდენობის ლუდი ,,მილერი'' შესაბამისი პერიოდის ფარგლებში და ამავდროულად, შპს „გვირილა რითეილი" ფლობს მის საკონტაქტო ნომერს, და შპს „გვირილა რითეილის" დაკავშირებისას ის თანხმობას აცხადებს მისი მონაცემების ორგანიზატორისა და ორგანიზატორი პარტნიორისათვი შპს ,,პაბლისის მედია გადაცემაზე.
8.4. გამარჯვებულის გამოვლენისათვის აუცილებელია პარტნიორი ფლობდეს გამარჯვების კანდიდატის საკონტაქტო ნომერს. წინააღმდეგ შემთვევაში გამარჯვების კანდიდატი გამარჯვებული არ არის. ორგანიზატორი შეარჩევს ახალი გამარჯვების კანდიდატს.
9. პრიზის გაცემის წესები
9.1. პარტნიორის მიერ 3.2.1 პუნქტით განსაზღვრული წესით და ფორმით ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, ორგანიზატორი შერჩეული გამარჯვების კანდიდატების შესახებ აწვდის ინფორმაციას პარტნიორს. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, პარტნიორი უკავშირდება შერჩეულ პირებს და იღებს მათგან ნებართვას ორგანიზატორისათვის და თავის მხრივ ორგანიზატორის მიერ სარეკლამო კომპანიისთვის ,,შპს პაბლისის მედია'' ს/კ 406049048 (რომელიც უშუალოდ გადასცემს პრიზს) მათი პირადი მონაცემების მიწოდების შესახებ, იმ შემთხვევაში თუ ორგანიზატორის მიერ შერჩეული პირი უარს აცხადებს პარტნიორის მიერ ორგანიზატორისთვის ინფორმაციის გადაცემაზე, ჩაითვლება/იგულისხმება რომ ის უარს აცხადებს პრიზის მიღებასა და გამარჯვებულად გამოცხადებაზე. ეს ნიშნავს რომ ორგანიზატორი არჩევს ახალ პირს და მის მონაცემებს აწვდის პარტნიორს, ასე გრძელდება მანამ სანამ, გათამაშებაშიი მონაწილე არ განაცხადებს თანხმობას ორგანიზატორისათვის მისი პერსონალური მონაცემების გადაცემის შესახებ, როგორიც არის: საკონტაქტო ნომერი, პირადი ნომერი, სახელი და გვარი. გამარჯვების შემთხვევაში გამარჯვებულს ეცნობება ოპერატორის მიერ შპს „გვირილა რითეილის" დაგროვებითი ბარათის აღებისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე. იმ შემთხვევში თუ ,,გვირილას'' დაგროვებითი ბარათის აღებისას მითითებული ტელეფონის ნომერი არასწორია და ვერ ხერხდება დაკავშირება გამარჯვებულთან, ორგანიზატორი არჩევს სხვა გამარჯვების კანდიდატს.
9.2. 5.4 პუნქტში მითითებულ პერიოდში ამ წესების მიხედვით, აქციის მონაწილე იღებს პრიზებს შემდეგი ფორმით:
9.2.1. პრიზების მისაღებად, გამარჯვებული ვალდებულებას იღებს 1 კვირის განმავლობაში ორგანიზატორს მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:
- დაადასტუროს მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც მითითებული იყო ,,გვირილას'' დაგროვებითი ბარათის აღებისას და რომლითაც ოპერატორს შეუძლია დაუკავშირდეს გამარჯვებულს.
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სკანირებული ასლი/ფოტო;
- პრიზის მიღება-გადაცემის აქტი, ხელმოწერილი გამარჯვებულის მიერ;
- სხვა ინფორმაცია აქციის ოპერატორების მოთხოვნით, რომელიც აუცილებელია პრიზების გამარჯვებულისთვის გადაცემისთვის.
9.3. ყოველკვირეული პრიზების და ფინალური პრიზების გადაცემას ახორციელებს ამ წესების 5.4 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში.
9.4. ორგანიზატორი აცნობებს, რომ პრიზების გაცემისთვის დაქირავებული სარეკლამო სააგენტო მოქმედებს როგორც საგადასახადო აგენტი პრიზებთან დაკავშირებით პირადი საშემოსავლო გადასახადის გადახდისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იხდის ყველა გადასახადს და მოსაკრებელს პრიზებისთვის.
9.5. თუ გამარჯვებულმა პრიზის მიწოდებისთვის მიაწოდა არასწორი მონაცემები ან ინფორმაცია არ იყო მოწოდებული 1 კვირის განმავლობაში, ორგანიზატორი იტოვებენ უფლებას არ მიაწოდონ პრიზი გამარჯვებულს და განკარგოს იგი საკუთარ შეხედულებისამებრ.
10. პერსონალური მონაცემები
10.1. აქციაში მონაწილე პირებმა (შემდგომში - „პერსონალურ მონაცემთა სუბიექტები") პერსონალურ მონაცემებს აგროვებს პარტნიორი და დაშიფრული სახით, ისე რომ შესაძლებელი არ იყოს მომხარებლის იდენტიფიცირება გადასცემს ორგანიზატორს.
10.2. პერსონალური მონაცემების შეგროვების მიზნები:
- პარტნიორის მიერ ამ ხელშეკრულების საფუძველზე პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ მონაწილეებისთვის პრიზების მიღების მიზნით და მის შეგროვებაზე პასუხისმგებელია პარტნიორი.
10.3. უშულოდ გამარჯვებულთან პირველ კომუნიკაციას გააკეთებს პარტნიორის თანამშრომელი, აცნობებს, რომ გათამაშებაში გაიმარჯვა და სატელეფონო საუბარში (რომელიც იწერება) აიღებს ნებართვას რომ ორგანიზატორის წარმომადგენელთან მოხდეს მისი საკონტაქტოს ინფორმაციის გაზიარება პრიზის გადაცემისათვის. გამარჯვებული მომხმარებლის მიერ თანხმობის გაცხადების შემთხვევაში, ასეთი გადაცემული პერსონალური მონაცემები შეიძლება განხორციელდეს ორგანიზატორის, სარეკლამო სააგენტოს, ასევე მათ მიერ უფლებამოსილი პირების მიერ მონაცემთა დამუშავების ავტომატური ინსტრუმენტების გამოყენებით.
10.4. პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა: აქციის პერიოდი.
10.5. პერსონალურ მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს ისარგებლოს საქართველოს კანონით ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ'' III თავით გათვალისიწინებული უფლებებით.
10.6. აქციის ორგანიზატორი, პარტნიორი უზრუნველყოფენ ზომებს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამ პერიოდში. მათი დამუშავება „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" შესაბამისად. და სხვა მესამე მხარეები, რომლებიც ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს აქციის პარტნიორის სახელით, რომლებსაც აქვთ წვდომა პერსონალურ მონაცემებზე, უზრუნველყოფენ ზომებს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამ პერიოდში. მათი დამუშავება „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" შესაბამისად.
10.7. პერსონალური მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს გააუქმოს თანხმობა აქციის პერსონალური მონაცემების ოპერატორთან ელფოსტის გაგზავნით. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს აქციის დასახელება, მისი გვარი, სახელი, პირადი ნომერი, რაც მონაწილემ მიაწოდა აქციაში მონაწილეობის შესახებ მის სარეგისტრაციო მონაცემებს შორის.